ალუდა ღუდუშაური - მადლობა ბრიტანეთის ელჩს იმ სიმართლის პირდაპირ თქმისთვის, რაც ისედაც ყველასთვის ცხადი და ნათელია
ალუდა ღუდუშაური - მადლობა ბრიტანეთის ელჩს იმ სიმართლის პირდაპირ თქმისთვის, რაც ისედაც ყველასთვის ცხადი და ნათელია

დიდი მადლობა ბრიტანეთის ელჩს იმ სიმართლის და რეალობის პირდაპირ თქმისთვის, რაც ისედაც ყველასთვის ცხადი, ნათელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა სანქციებთან დაკავშირებით საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა: „არ გვაქვს უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება“. მისივე შეფასებით, საქართველო თავის როლს ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში.

როგორც ალუდა ღუდუშაური ამბობს, საქართველოს ხელისუფლება არ არის იმ რეალობაში, რომ ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის პასუხი არავის მოსთხოვოს.

„არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ თავის მართლების რეჟიმში ყოფნა ჩვენთვის არის ამავდროულად შეურაცხმყოფელი იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ვინც ჩვენ ტალახი გვესროლა და რაღაცები დაგვაბრალა, მათ დღემდე არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება. საქართველო არ არის არც ის სახელმწიფო, რომ მსგავსი ქმედებები განახორციელოს და იმიჯი დაიზიანოს. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება არ არის იმ რეალობაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის პასუხი არავის მოსთხოვოს და უბრალოდ გავჩუმდეთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.