ალუდა ღუდუშაური - იმედი არ გვაქვს, რომ ოპოზიცია ქვეყანაზე ზრუნვას დაიწყებს, 8 ნოემბერს ხალხი გახარებული იყო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ხედავდით, როგორ იდგნენ ჭირისუფლის სახეებით
ალუდა ღუდუშაური - იმედი არ გვაქვს, რომ ოპოზიცია ქვეყანაზე ზრუნვას დაიწყებს, 8 ნოემბერს ხალხი გახარებული იყო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ხედავდით, როგორ იდგნენ ჭირისუფლის სახეებით

8 ნოემბერს ქართველი ხალხი გახარებული იყო და „ნაციონალურ მოძრაობაში“ როგორი სახეებით იდგნენ, ხედავდით, ჭირისუფლები იყვნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის სახით ქვეყანას დესტრუქციული პოლიტიკური ძალა ჰყავს.

„იმედი არ გვაქვს, რომ ოპოზიცია თავის ბოროტ განზრახვებზე უარს იტყვის და ქვეყანაზე ზრუნვას დაიწყებს. სამწუხაროდ, ქვეყანას რადიკალური ოპოზიციის სახით დესტრუქციული პოლიტიკური ძალა ჰყავს, რომელიც ქვეყნისთვის არაფერ სასარგებლოს არ გააკეთებს. როგორ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულებაში ჩაერთვება, როცა თავად ფულს ხარჯავდნენ ლობისტებში, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ? 8 ნოემბერს ქართველი ხალხი გახარებული იყო და „ნაციონალურ მოძრაობაში“ როგორი სახეებით იდგნენ, ხედავდით, ჭირისუფლები იყვნენ, როგორ თუ გაბედეს და ქვეყანას სტატუსის მიცემისთვის დადებითი რეკომენდაცია მისცეს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.