ალუდა ღუდუშაური - „გირჩის“ ინიციატივა, რომ როგორმე პარალელი გაავლონ 7 ნოემბრის, 26 მაისისა და 20 ივნისის მოვლენებს შორის, არის სრული აბსურდი და ნონსენსი
ალუდა ღუდუშაური - „გირჩის“ ინიციატივა, რომ როგორმე პარალელი გაავლონ 7 ნოემბრის, 26 მაისისა და 20 ივნისის მოვლენებს შორის, არის სრული აბსურდი და ნონსენსი

„გირჩის“ ინიციატივა, რომ როგორმე პარალელი გაავლონ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებსა და 20 ივნისის აქციას შორის, არის სრული აბსურდი და ნონსენსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

დეპუტატი „გირჩის“ წევრებს ურჩევს, თავი დაანებონ „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებულ თამაშს.

„არ ვიცი, „გირჩის“ ინიციატივა მათი მხრიდან რა მიზანს ემსახურება, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ. როგორც ჩანს, ბოლომდე „გირჩი“ ვერ და არ გამოვიდა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშიდან, ამიტომ მათი ეს ინიციატივა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეფასდება სერიოზულად მარტივი მიზეზის გამო. მათი ინიციატივა, თითქოს რომ პარალელი გაავლონ როგორმე 20 ივნისის მოვლენებთან, არის სრული აბსურდი და ნონსენსი. ვურჩევ, რომ ბოლომდე გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და თავი დაანებონ თამაშს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს, თორემ სხვა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი რადიკალური თამაშებით სადამდე მივიდა „ევროპული საქართველო“, ეს ნათლად დავინახეთ. ყველას ეს ბედი ელოდება, ვინც ასეთ ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „გირჩი“ ისეთივე კანონპროექტებს ამზადებს, როგორიც არის ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით.

აღნიშნული მომზადებულ კანონპროექტების პარლამენტში შეტანას „გირჩი“ ორშაბათს, 24 მაისს გეგმავს.

დატოვე კომენტარი