ალუდა ღუდუშაური - დეოლიგარქიზაციაზე კანონპროექტი ვენეციის კომისიის მიერ მოწოდებული უკრაინული კანონის ანალოგია, გამოდის, მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ კანონს უპირისპირდება ოპოზიცია
ალუდა ღუდუშაური - დეოლიგარქიზაციაზე კანონპროექტი ვენეციის კომისიის მიერ მოწოდებული უკრაინული კანონის ანალოგია, გამოდის, მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ კანონს უპირისპირდება ოპოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი უკრაინაში მოქმედი კანონის ანალოგია, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ იყო მოწონებული.

დეპუტატს კითხვა დაუსვეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით.

„არ ვიცი, ოპოზიციას რა ახსენდება და რა არ ახსენდება, მაგრამ ერთი რამ ცალსახაა, მოდელი, რომელიც დავაინიცირეთ, ერთი ერთში იმ კანონის ანალოგია, რომელიც უკრაინაშია. უკრაინასთან მიმართებაში თუ მუშაობს ეს კანონი, რომელიც უკრაინაში კანონის სახითაა წარმოდგენილი და ვენეციის კომისიის მიერ იყო მოწონებული, გამოდის, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ კანონს უპირისპირდება ოპოზიცია. ასეთი დაუსაბუთებელი ცრუ ბრალდებების და ივანიშვილზე პირდაპირი შტურმის ნაცვლად, ოპოზიციას ვურჩევდი ქვეყნისთვის იოტისოდენა სასიკეთო საქმე მაინც გააკეთონ და ერთხელ მაინც უარი თქვან თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ვიწროპარტიულ ინტერესებზე“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.