ალუდა ღუდუშაური - ჩვენ არ აგვიყირავებია მოლაპარაკების მაგიდა, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან
ალუდა ღუდუშაური - ჩვენ არ აგვიყირავებია მოლაპარაკების მაგიდა, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან

ჩვენ არ აგვიყირავებია მოლაპარაკების მაგიდა, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ხელისუფლებასთან მოლაპარაკება თუ სურს, უნდა დაივიწყოს ის გამოწვევები, რომელსაც სახელმწიფო უწყებებს უმზადებენ.

„მოლაპარაკებას წინ არაფერი უდგას. ღია ვართ მოლაპარაკებისთვის, ჩვენ არ აგვიყირავებია მაგიდა, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან. მოლაპარაკება უნდა იყოს საგნობრივი. ოპონენტებმა თავი უნდა დაანებონ ულტიმატუმებით ლაპარაკს. მართლა თუ უნდათ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება აწარმოონ, უნდა მოვიდნენ საქმიანი წინადადებებით და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. უნდა დაივიწყონ ის გამოწვევები, რომელსაც სახელმწიფო უწყებებს უკეთებენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.