ალთუნაშვილი „ვოლფსბერგერის“ შემადგენლობაში ავსტრიის თასის გამარჯვებული გახდა #1TVSPORT
ალთუნაშვილი „ვოლფსბერგერის“ შემადგენლობაში ავსტრიის თასის გამარჯვებული გახდა #1TVSPORT

ვოლფსბერგერი“, სადაც სანდრო ალთუნაშვილი თამაშობს, ავსტრიის თასის ფინალში „ჰარტბერგს“ დაუპირისპირდა და არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა – 1:0.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „ვოლფსბერგერის“ სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მწვრთნელმა მას თამაშის საშუალება არ მისცა. ქართველის გუნდმა 22 წლის თავდამსხმელის, ანჯელო გატერმაიერის მიერ 77-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა.

ამ მოგებით „ვოლფსბერგერმაკონფერენს ლიგის საგზური გაინაღდა. ჩემპიონატში გუნდი მე-3 ადგილზეა და, თეორიულად, ჩემპიონობის შანსიც აქვს.