„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ ქალაქ ბად კროიცნახში პარტიის საინფორაციო სტენდს კოროზიული სითხე შეასხეს, დაშავდა ცხრა ადამიანი 

16:40, 04.09.2026

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ ქალაქ ბად კროიცნახში პარტიის საინფორაციო სტენდს კოროზიული სითხე შეასხეს, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაშავდა.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის პარტიის წევრებიც არიან.

„ოპოზიციის უპასუხისმგებლო დემონიზაციის შედეგი – ჩვენ არ შეგვეშინდება“, – დაწერა ალის ვაიდელმა.

6 სექტემბერს გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.

„როიტერის“ ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი დაახლოებით 40%-ია. მმართველ  „ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს“ კი მხარს ამომრჩეველთა დაახლოებით, 25% უჭერს.

მსგავსი