ალპებში უამინდობის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა
ალპებში უამინდობის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა

ალპებში უამინდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა.  გარდაცვლილთა შორის  შვიდი მოთხილამურეა, ორი მთამსვლელი და ერთი გიდი. ისინი  სხვადასხვა ინციდენტის დროს დაიღუპნენ.

მსხვერპლთა ნაწილი მოთხილამურეთა 14 კაციან ჯგუფში შედიოდა, რომლებმაც საბაგირომდე ვერ მიაღწიეს. შემთხვევა ფრანგულ ალპებში მოხდა.

კიდევ ორი მთამსვლელის ძებნა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა ოპერაციას ცუდი მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს. პოლიციის ცნობით, დაკარგულები 21 და 22 წლის ახალგაზრდები არიან.

იტალიური მედია კი ალპებში იტალიელი გიდის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ალპებში ბოლო დღეებში ძლიერი ქარბუქი და უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რასაც ზვავის ჩამოწოლა მოჰყვა.