ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მერვე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„აღნიშნულ მონაკვეთზე გუშინ, 25 მარტს მეწყერი ჩამოვიდა, რის გამოც, ამ დრომდე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.