ალპანა-ცაგერის გზის მეშვიდე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

10:09, 27.07.2021

ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მეშვიდე კილომეტრზე ჩამოსულია მიწა-კლდის შვავი.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მსგავსი