ალონზო მენიფილდს კორონავირუსი დაუდასტურდა - ვილიამ ნაიტთან ბრძოლა აღარ შედგება
ალონზო მენიფილდს კორონავირუსი დაუდასტურდა - ვილიამ ნაიტთან ბრძოლა აღარ შედგება

28 თებერვალს ლას ვეგასის „აპექსის” დარბაზში UFC-ის მორიგი ქარდი (UFC Vegas 20) გაიმართება. ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში (light heavyweight) ალონზო მენიფილდი ვილიამ ნაიტს უნდა შეხვედროდა, თუმცა აღნიშნული დაპირისპირება აღარ ჩატარდება. მენიფილდს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პორტალმა MMA Junkie-იმ გაავრცელა.

მენიფილდმა ბოლო ორი ბრძოლა ოვინს სენ პროსთან და დევინ კლარკთან დათმო. 2020 წელს მის აქტივში მოგება არის. ამ ორ მარცხამდე კი მისი რეკორდი ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდა – 9 მოგება და არც ერთი მარცხი.

ვილიამ ნაიტს ბოლო სამი ბრძოლა გამარჯვებით აქვს დასრულებული. UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მან ალექსა კამურთან მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოიგო.

UFC Vegas 20-ზე მთავარი ბრძოლა მძიმე წონით დივიზიონში ჯაირზინიო როზენსტრუიკსა და სირილ განს შორის გაიმართება.