ალმათის რკინიგზის სადგურში საეჭვო ნივთის აღმოჩენის გამო ევაკუაცია განხორციელდა

20:29, 13.01.2018

საეჭვო ნივთის აღმოჩენის გამო, ალმათის რკინიგზის სადგურიდან ათი ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მოსაცდელ დარბაზში საეჭვო კოლოფი ადგილობრივი დროით 18:34 საათზე აღმოაჩინეს, რის შემდეგაც, სადგურში საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები გამოიძახეს.

ადგილზე მობილიზებულმა გამნაღმველებმა ნივთის დათვალიერების შემდეგ მასში საეჭვო შემადგენლობა ვერ აღმოაჩინეს. ინციდენტის გამო, ოთხი რეისი დაგვიანებით განხორციელდა.

მსგავსი