ალხას კვიცინია - თბილისთან ისეთი ურთიერთობა იქნება, როგორი დამოკიდებულებაც თბილისს ექნება ჩვენთან
ალხას კვიცინია - თბილისთან ისეთი ურთიერთობა იქნება, როგორი დამოკიდებულებაც თბილისს ექნება ჩვენთან

ჩვენ ყველაფერი ნორმალურად გვაქვს, მთავრობა ძველი შემადგენლობით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარე ალხას კვიცინიამ განუცხადა.

„მშვენიერი ამინდი გვაქვს. დღეს ძველით ახალი წელია, ყველას სადღესასწაულო განწყობა აქვს და ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის. თბილისთან ისეთი იქნება ურთიერთობა, როგორი დამოკიდებულებაც თბილისს ექნება ჩვენთან. საჭიროა სამშვიდობო შეთანხმება, რომ ომი ჩვენს შორის აღარ იქნება და საქართველოს არ აქვს არანაირი მიზანი, საომარი გზით დაიბრუნოს აფხაზეთი თავის შემადგენლობაში. როცა ასეთი სამშვიდობო შეთანხმება იქნება, ყველაფერ დანარჩენზე მერე ვისაუბროთ“, – განაცხადა კვიცინიამ.

კითხვაზე, ვის შორის უნდა გაფორმდეს ასეთი შეთანხმება, კვიცინია აცხადებს, რომ კომპეტენტურ პირებს შორის.

დატოვე კომენტარი