„ალ ჯაზირა“ - მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სპეცოპერაციას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
„ალ ჯაზირა“ - მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სპეცოპერაციას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სპეცოპერაციას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

ქალაქ ჯენინში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაშავებულ ორ ადამიანს მძიმე დაზიანებები აქვს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალები ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში იმყოფებიან, თუმცა დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. ჯენინში სამხედრო ავტომობილების კოლონა და ვერტმფრენები შევიდა. ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ერთ-ერთ სახლი ალყაში მოაქციეს და ცეცხლი გახსნეს.

ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი პალესტინელი მამაკაცი, რომელიც მათ მოკლეს, ეჭვმიტანილია გასულ კვირას სოფელ ჰუვარასთან არალეგალური დასახლებიდან ორი ძმის მისამართით სროლაში.