ალჯამეინ სტერლინგი - შონ ო'მალისთან რევანში მინდა, დაუყოვნებლივ #1TVSPORT
UFC-ის ახალი ჩემპიონი ჰყავს. ბოსტონში გამართულ ღონისძიებაზე ალჯამეინ სტერლინგმა ჩემპიონის ტიტული ვერ დაიცვა და შონ ო’მალისთან მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.
სუპერმსუბუქი წონის ახლა უკვე ყოფილმა ჩემპიონმა ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა: „ახლა მხოლოდ რევანში მსურს. მოსამზადებელ ბანაკში სპარინგპარტნიორებს ვთხოვ, რაც შეძლება მეტი იმოძრაონ, რომ ბრძოლისთვის უკეთესად მომზადება შევძლო. შონმა კარგად გაანეიტრალა ჩემი პრესინგი. ყველაზე მეტად რევანში მინდა, დაუყოვნებლივ!“ – განაცხადა ალჯამეინ სტერლინგმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგი ტიტულის დაცვის შემთხვევაში უფრო მაღალ წონით კატეგორიაში აპირებდა გადასვლას, რათა მის მეგობარს, სუპერმსუბუქი წონის პირველი ნომერს, მერაბ დვალიშვილის ქამრის მოპოვების შესაძლებლობა მისცემოდა. დვალიშვილიმა და სტერლინგმა არაერთხელ გამოხატეს პრინციპული პოზიცია, რომ საუკეთესო მეგობრები არიან და ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს იჩხუბებენ. ახლა ყველაფერი შეიცვალა და როგორც სტერლინგის კომენტარიდან ჩანს, ის რევანშის აღებამდე წონით კატეგორიას არ შეიცვლის და დვალიშვილის სასტიტულო ბრძოლა გაურკვეველი პერიოდით გადაიდება.