დვალიშვილს სეხუდოსთან ბრძოლა არ აინტერესებს - ერთ წელზე მეტიც რომ დამჭირდეს, მხოლოდ სატიტულო ბრძოლას დაველოდები #1TVSPORT
დვალიშვილს სეხუდოსთან ბრძოლა არ აინტერესებს - ერთ წელზე მეტიც რომ დამჭირდეს, მხოლოდ სატიტულო ბრძოლას დაველოდები #1TVSPORT

შონ ო’მალისთან ალჯამეინ სტერლინგის წაგებამ სუპერმსუბუქ წონაში ყველაზე რეიტინგული მებრძოლების გეგმები შეცვალა. მერაბ დვალიშვილმა FULL SEND MMA-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰენრი სეხუდისთან ბრძოლას არ აპირებს და რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, ოქტაგონზე მხოლოდ ტიტულის მოსაპოვებლად ავა.

„ალჯამეინ სტერლინგის შემდეგ ჩემპიონობის პირველი პრეტენდენტი მე ვარ. როგორც უკვე ვთქვი, ქამრისთვის ჯერ სტერლინგმა უნდა იჩხუბოს, მომდევნო კი მე ვიქნები. ერთი წელი ან მეტი დროც რომ დამჭირდეს, დავიცდი“, – განაცხადა ქართველმა მებრძომა და აღნიშნა, რომ ჰენრი სეხუდისთან დაპირისპირება არ აინტერესებს – „ ჩვენ მებრძოლები ვართ, მაგრამ ამავდროულად ბიზნესმენებიც. ფინანსური პრობლემები არ მაქვს და ფულის გამო ბრძოლა არ მჭირდება. შემიძლია სასტიტულო ბრძოლას ერთი წელი ან მეტიც დაველოდო“.

 

View this post on Instagram

 

A post shared by FULL SEND MMA (@fullsend_mma)