მერაბ დვალიშვილი - ო'მალი სერიოზული მოწინააღმდეგეა, მაგრამ მისი ნოკაუტით დამარცხება შემიძლია #1TVSPORT
მერაბ დვალიშვილი - ო'მალი სერიოზული მოწინააღმდეგეა, მაგრამ მისი ნოკაუტით დამარცხება შემიძლია #1TVSPORT

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის პირველმა ნომერმა, ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა The Schmo-სთან მიცემულ ინტერვიუში მოქმედ ჩემპიონთან, შონ ო’მალისთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ო’მალი სერიოზული მოწინააღმდეგეა. მას ბევრი კარგი საბრძოლო თვისება აქვს. თუმცა მე მზად ვარ და ყოველდღე ვპროგრესირებ – დარტყმის ტექნიკაში, გრეპლინგში, ჯიუ ჯიცუში. ბევრს ვმუშაობ და არ გაგიკვირდეთ, როცა შონ ო’მალის ნოკაუტში გავუშვებ. ის თავდაჯერებულია, მაგრამ მწამს, რომ მისი ნოკაუტით დამარცხება შემიძლია“, – მიაჩნია ქართველ მებრძოლს, რომელსაც UFC-ში ზედიზედ ათი გამარჯვება აქვს.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილის ბოლო „მსხვერპლი“ UFC-ის ყოფილი ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი ჰენრი სეხუდო იყო.