ალისონი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა
ბრაზილიელმა ალისონ ბეკერმა, რომელიც განვლილ სეზონში იტალიური „რომას“ ღირსებას იცავდა, „ლივერპულთან“ ექვსწლიანი კონტრაქტი გაარფორმა და, როგორც ბი-ბი-სი (BBC) იტყობინება, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ იქცა. თანხა, რომელიც მერსისაიდულმა კლუბმა ალისონში გადაიხადა, 72.5 მილიონ ევროს უდრის.
„ჩემი ცხოვრებისა და კარიერისთვის ამ გუნდისა და ოჯახის წევრობა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა 25 წლის გოლკიპერმა.
შეგახსენებთ, რომ განვლილ მსოფლიოს ჩემპიონატზე ალისონი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ძირითადი გოლკიპერი იყო და „სელესაოს“ მიერ ჩატარებულ ხუთივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.