ალისონი ისევ დაშავდა - პსჟ-თან მატჩში „ლივერპულის“ კარს მამარდაშვილი დაიცავს #1TVSPORT
ალისონ ბეკერის ტრავმის გამო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ-ის წინააღმდეგ ორივე მატჩში „ლივერპულის“ კარში გიორგი მამარდაშვილი დადგება – ინფორმაციას ინგლისური მედია ავრცელებს.
ალისონმა ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო სეზონის დასაწყისში რამდენიმე მატჩი გამოტოვა. „ლივერპულის“ მეკარე ამჯერადაც დაშავდა.
33 წლის ფეხბურთელი „წითლების“ შემადგენლობაში არ იყო „ამექს სტედიუმზე“ „ბრაიტონთან“ მატჩისწინა ვარჯიშზე და გასაგები გახდა, რომ „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი ითამაშებდა.
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ უგო სოუზა ალისონის შემცვლელად გამოიძახა საფრანგეთსა და ხორვატიასთან 26 და 1 აპრილს აშშ-ში გასამართ ამხანაგურ მატჩებში.
მამარდაშვილმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე „ლივერპულის“ რიგებში 12 მატჩი ჩაატარა. „ლივერპული“ „ბრაიტონს“ 21 მარტს თბილისი დროით 16:30 საათზე დაუპირისპირდება; ჩემპიონთა ლიგაზე კი პსჟ-ს 8 და 14 აპრილს შეხვდება.