ალის ვაიდელი – საწვავის აუტანლად მაღალი ფასების პირობებში სახელმწიფო ხაზინა მდიდრდება, არ გვჭირდება მთავრობისგან დროებითი დახმარებები ან ახალი გეგმური ეკონომიკა
ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ საწვავის მაღალი ფასებით სახელმწიფო ხაზინა მდიდრდება.
„საწვავის აუტანლად მაღალი ფასების პირობებში ძირითადად სახელმწიფო ხაზინა მდიდრდება. სწორედ ამიტომ არ გვჭირდება მთავრობისგან დროებითი დახმარებები ან ახალი გეგმური ეკონომიკა“, – დაწერა ალის ვაიდელმა.
ცნობისთვის, დღეს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაახლოებით 2.2%-ით გაიზარდა.
Bei den unerträglichen Spritpreisen kassiert vor allem die Staatskasse. Es braucht deshalb keine befristeten Regierungsgeschenke oder neue Planwirtschaft. Der Staat muss nur aufhören, sich an der Zapfsäule zum Profiteur und Preistreiber zu machen!
https://t.co/uyoeheneA4
— Alice Weidel (@Alice_Weidel) September 15, 2026