ალის ვაიდელი – გერმანიას საფრანგეთის მსგავსი ძალადობის ტალღა ემუქრება, მემარცხენე ექსტრემისტები, მიგრანტულ ჯგუფებთან ერთად, რამდენიმე ქალაქში აქციების გამართვის მოწოდებით გამოდიან
ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთმა ლიდერის, ალის ვაიდელის განცხადებით, გერმანიას საფრანგეთის მსგავსი ძალადობის ტალღა ემუქრება.
ვაიდელმა სოციალურ ქსელში გამოცემა „ბილდის“ სტატია გააზიარა და აღნიშნა, რომ დაანონსებულ აქციებში მონაწილეობას ცალკეული ჯგუფები მიიღებენ.
„გერმანიას საფრანგეთის მსგავსი ძალადობის ტალღა ემუქრება: მემარცხენე ექსტრემისტები, მიგრანტულ ჯგუფებთან ერთად, 31 ოქტომბერს რამდენიმე ქალაქში ფრანგული მაგალითის მიხედვით დემონსტრაციების გამართვის მოწოდებით გამოდიან“, – წერს ალის ვაიდელი.
გამოცემა „ბილდის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ 31 ოქტომბრის აქციები ბერლინში, ფრანკფურტში, კიოლნში, მიუნხენში, შტუტგარტსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება და ღამის განმავლობაში გაგრძელდება.