ალის ვაიდელი – ბავარიაში 2025 წელს სირიელები და ავღანელები უფრო მეტჯერ იყვნენ დანაშაულში ეჭვმიტანილები, ვიდრე გერმანელები, მიგრაციის შემობრუნება მხოლოდ ჩვენთან ერთად არის შესაძლებელი

19:19, 10.09.2026

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ გერმანიაში სირიელები და ავღანელები ბევრად უფრო ხშირად არიან დანაშაულში ეჭვმიტანილები, ვიდრე გერმანელები.

მისივე თქმით, საჭიროა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება, რაც მხოლოდ პარტიაs „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შეუძლია.

„შოკის მომგვრელი მონაცემები ბავარიიდან: სირიელები 2025 წელს 17-ჯერ უფრო ხშირად იყვნენ დანაშაულში ეჭვმიტანილები, ხოლო ავღანელები თითქმის 15-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე გერმანელები. ეს სრულიად მიუღებელია. საბოლოოდ გვჭირდება დეპორტაციის გამკაცრება. მიგრაციის შემობრუნება მხოლოდ AfD-სთან („ალტერნატივა გერმანიისთვის“) არის შესაძლებელი!“- წერს ვაიდელი.

ამასთან, ვაიდელი აღნიშნავს, რომ გერმანია დიდი რაოდენობით ფინანსებს ხარჯავს მსოფლიოს დახმარებისთვის, თუმცა საკუთარი მოქალაქეებისთვის რესურსები საკმარისი არ არის.

„გერმანია აშშ-ს უსწრებს მსოფლიოს განვითარების დახმარებისთვის გამოყოფილი 26 მილიარდი ევროთი. ეს მაფიქრებინებს: რატომ ხდება ეს სინამდვილეში? მსოფლიოსთვის ეს ფული არსებობს, მაგრამ არა საკუთარი ხალხისა და მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ვაიდელმა.

მსგავსი