ალილოს მსვლელობა ყვარელშიც გაიმართა
ალილოს მსვლელობა ყვარელშიც გაიმართა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყვარელში ალილოს მსვლელობა გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სასულიერო პირებთან და მგალობლებთან ერთად ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა გამართეს.

შეგროვებული შემოწირულობა დღის ბოლოს სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

ალილოს მსვლელობა ნეკრესის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებითა და ნეკრესის ეპარქიის წინამძღვრის, მეუფე სერგის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.