„ალილოს“ მსვლელობა თბილისში [ფოტო]
„ალილოს“ მსვლელობა თბილისში [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს. 7 იანვარს საშობაო „ალილო“ იმართება.

თბილისში მომლოცველთა და მგალობელთა გუნდის მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.

„ალილოს“ მსვლელობისას მიღებული შემოწირულება ბავშვთა სახლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

ქრისტეშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2000 წლიდან აღინიშნება.