ალიასკის თავზე ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა რუსული ბომბდამშენი დააფიქსირეს

10:49, 12.05.2018

ორმა ამერიკულმა ავიაგამანადგურებელმა ალიასკის ტერიტორიაზე რუსული ბომბდამშენი დააფიქსირა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

რუსულმა „ტუ-95“-მა ალიასკის შტატის დასავლეთით, ე.წ. საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონას გადაუფრინა და ამით ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო სივრცე დაარღვია.

კანადის შეიარაღებული ძალების მაიორმა ენდრიუ ჰენესიმ CNN-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ორმა ამერიკულმა ავიაგამანადგურებელმა NORAD F-22-მა რუსული ბომბდამშენი მანამდე დააფიქსირა, სანამ ის ალიასკის ტერიტორიას დატოვებდა.

მსგავსი