ალიასკაზე 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ალიასკაზე 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, ალიასკაზე 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, სტიქიის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ განაცხადეს, თუმცა საგანგაშო სიგნალი რამდენიმე წუთის წინ გაუქმდა.