ირანს ისრაელის განადგურება შეუძლია, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერის წარმომადგენელმა განაცხადა. ალი შირაზიმ ისრაელს მოუწოდა, თავი შეიკავოს „სულელური შეცდომებისგან“.
„თუ ისრაელს სურს გააგრძელოს ვერაგული არსებობა, სულელური ზომების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თელ-ავივი და ხაიფა განადგურდება“, – თქვა ალი შირაზიმ.
რეგიონული მეტოქეები ერთმანეთს ტერორიზმის ხელშეწყობაში და რეგიონის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებენ. გასულ კვირას ისრაელის სამხედრო ავიაციის დაბომბვების შედეგად სირიაში შვიდი ირანელი დაიღუპა.