ალი ხამენეი - აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებით ირანმა თვითკმაყოფილება განიმტკიცა
ალი ხამენეი - აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებით ირანმა თვითკმაყოფილება განიმტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციებით ირანმა თვითკმაყოფილება განიმტკიცა, – ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის სულიერმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ განაცხადა.

მიკრობლოგ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ალი ხამენეიმ დაწერა, რომ ვაშინგტონის მიზანი ირანის ეკონომიკური ზრდის პარალიზება და მისი შეჩერება იყო, თუმცა ამის სანაცვლოდ ირანმა თვითკმაყოფილება განიმტკიცა.

ირანის სულიერი ლიდერის განმარტებით, ბოლო 40 წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ეკონომიკური, სამხედრო თუ ინფორმაციული ოპერაციებით ებრძოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, გამარჯვებული ირანი გახდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების ძალაუფლება მცირდება. ის გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე 40 წლის წინ იყო. იგივე მდგომარეობა იყო ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროსაც, მაგრამ მისი სისუსტე ყველაზე მეტად ახლა ჩანს. ამერიკის შეერთებული შტატების ყოველ გადაწყვეტილებას მსოფლიო ეწინააღმდეგება. არა მხოლოდ ხალხი, არამედ მთავრობები“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა Twitter-ის პირად გვერდზე.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში 5 ნოემბერს შედის.