ალესანდრო დელ პიერო - ანდრეა პირლო ყველას გამორჩეულად გვიყვარს და ამიტომ იმყოფებოდა დღეს ამდენი ადამიანი მინდორზე
ალესანდრო დელ პიერო - ანდრეა პირლო ყველას გამორჩეულად გვიყვარს და ამიტომ იმყოფებოდა დღეს ამდენი ადამიანი მინდორზე

ანდრეა პირლო ყველას გამორჩეულად გვიყვარს და სწორედ ამიტომ იმყოფებოდა დღეს ამდენი ადამიანი მინდორზე, – ამის შესახებ პირველ არხს იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ მილანში, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„საწყენია კარიერის დასრულება, მაგრამ წარმოუდგენელი ემოციაა, როდესაც საფეხბურთო ისტორიაში ასეთი ადგილი გიკავია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ გვეზეიმა ეს დღესასწაული. ანდრეას არაჩვეულებრივი კარიერა ჰქონდა, ის ყველას გამორჩეულად გვიყვარს და სწორედ ამიტომ იმყოფებოდა დღეს ამდენი ადამიანი მინდორზე“, – განაცხადა ალესანდრო დელ პიერომ.

შეგახსენებთ, მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა. შეხვედრა „თეთრი ვარსკვლავებსა“ და „ლურჯი ვარსკვლავებს“ შორის 7:7 დასრულდა. მატჩში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერმა, კახა კალაძემაც, რომელიც მეორე ტაიმში გავიდა მოედანზე.