ალექსანდრ გრუშკოს განცხადებით, რუსეთში ემანუელ მაკრონის ვიზიტი იგეგმება
ალექსანდრ გრუშკოს განცხადებით, რუსეთში ემანუელ მაკრონის ვიზიტი იგეგმება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შესაძლოა, უახლოეს პერიოდში რუსეთში ვიზიტით ჩავიდეს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.

„ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ვადები ჯერ უცნობია. ამის მიუხედავად, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვიზიტი საკმაოდ მოკლე ვადებში შედგება“, – განაცხადა ალექსანდრ გრუშკომ.