ალექსის სანჩესმა ვარჯიშზე თანაგუნდელთან იჩხუბა

16:14, 14.08.2019

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდ ალექსის სანჩესს გუნდის ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე კონფლიქტი ჰქონდა თანაგუნდელთან.

ჩილელის წინააღმდეგ ზედმეტად ხისტად ითამაშა ახალგაზრდა მეისონ გრინვუდმა, რის შემდეგაც სანჩესმა ნერვები ვერ მოთოკა. უნდა აღინიშნოს, რომ 30 წლის ფეხბურთელი მხოლოდ ახლა გამოჯანმრთელდა ბარძაყის ტრავმის შემდეგ.

ელოდებიან, რომ სანჩესი იჯარის წესით გააგრძელებს კარიერას “რომაში”. თუ ის არ წავა “მანჩესტერ იუნაიტედიდან”, მაშინ სამწვრთნელო შტაბი მას დუბლებში გადაიყვანს.

ალექსის სანჩესი „იუნაიტედში“ 2018 წლის დასაწყისიდან თამაშობს. ამ გუნდში ის „არსენალიდან“ გადავიდა. „მანჩესტერის“ რიგებში ჩატარებულ 45 მატჩში ჩილელმა ხუთი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შესრულა.

მსგავსი