ალექსის სანჩესმა "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი შეათანხმა
ალექსის სანჩესმა "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი შეათანხმა

“არსენალის” ფორვარდმა ალექსის სანჩესმა “მანჩესტერ სიტისთან” პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი წერს.

ახლა ჩილელი ფეხბურთელის მომავალზე გადაწყვეტილება “არსენალმა” უნდა მიიღოს: ლონდონური კლუბი იანვარში სანჩესის გაშვებას დათანხმდება და ამის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტს მიიღებს ან ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებენ და ზაფხულში მას კომპენსაციის გარეშე დაკარგავს.

მიმდინარე სეზონში 29 წლის სანჩესმა 21 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.