მილანის „ინტერის“ შემტევი ალექსის სანჩესი თავის გუნდს სამი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.
„სანჩესმა მარცხენა კოჭზე ოპერაცია გადაიტანა. ჩილელს პლასტიკური ქირურგია დასჭირდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა“, – დაწერა „ინტერის“ პრესსამსახურმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტრავმა სანჩესმა კოლუმბიასთან ამხანაგურ მატჩში მიიღო.
ასე რომ, ჩილელს 2019 წელს მოედანზე ვერ ვიხილავთ. სანჩესი „ინტერში“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გადავიდა.