ალექსი გონჩარენკო - საქართველოს პარლამენტმა შეწყვიტა პუტინის ნიმუშის მიხედვით შედგენილი სკანდალური კანონპროექტის განხილვა, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა
ალექსი გონჩარენკო - საქართველოს პარლამენტმა შეწყვიტა პუტინის ნიმუშის მიხედვით შედგენილი სკანდალური კანონპროექტის განხილვა, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა

ქართველები თავისუფალი ერია, ისინი არ მოითმენენ დიქტატურას, არ მოითმენენ რუსულ გავლენას, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.

ალექსი გონჩარენკო თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„საქართველოს პარლამენტმა შეწყვიტა „უცხოური აგენტების“ შესახებ პუტინის ნიმუშის მიხედვით შედგენილი სკანდალური კანონპროექტის განხილვა. ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა. ქართველები – თავისუფალი ერია. ისინი არ მოითმენენ დიქტატურას. ისინი არ მოითმენენ რუსულ გავლენას. ისინი გავიდნენ ქუჩაში და დაიცვეს დემოკრატიის თავიანთი უფლება“, – წერს ალექსი გონჩარენკო.