ალექსი ახვლედიანს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილება შეუწყდა

16:44, 09.07.2025

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას 2025 წლის 9 ივლისს მოეწერა ხელი.

ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.

ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებულ საქმეზე იყო დაკავებული. ახვლედიანი პატიმრობიდან გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

მსგავსი