ალექსეი რეზნიკოვი - უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც, რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევით, წარმატებით ასრულებს ნატო-ს დავალებას
ალექსეი რეზნიკოვი - უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც, რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევით, წარმატებით ასრულებს ნატო-ს დავალებას

უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც წარმატებით ასრულებს ნატო-ს დავალებას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევით, – ეს განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამერიკელებმა რუსეთის მხრიდან საფრთხის საპასუხოდ შექმნეს, ადრე ამ საფრთხეს საბჭოთა კავშირი ერქვა. ნატო-ს მთავარი ამოცანაა აგრესიის შემთხვევაში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. დღეს მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც წარმატებით ასრულებს ნატო-ს ამოცანებს, არის უკრაინა. ძნელად, ჩვენი სისხლის, სიცოცხლის, სახლების ფასად, თუმცა დღეს ჩვენ ვასრულებთ ნატო-ს მისიას“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ალიანსს ესმის, რომ ახლა უკრაინელები აკეთებენ იმას, რისთვისაც ნატო რამდენიმე ათეული წელია ემზადება და ამიტომაც ეძლევა უკრაინას ნატო-ს იარაღი.

მანამდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ნატო-ში ახალი წევრების გაწევრიანებას, მათ შორის უკრაინის, მაგრამ ახლა აშშ ორიენტირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.