ალექსეი რეზნიკოვი - რუსეთმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია განახორციელა და მასშტაბური შეტევა, შესაძლოა, 24 თებერვალს დაიწყოს
ალექსეი რეზნიკოვი - რუსეთმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია განახორციელა და მასშტაბური შეტევა, შესაძლოა, 24 თებერვალს დაიწყოს

რუსეთმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია განახორციელა და მასშტაბური შეტევა, შესაძლოა, 24 თებერვალს დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ტელეკომპანია „ბიეფემტივისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის შეტევა, შესაძლოა, ორი მიმართულებით, დონბასსა და სამხრეთში წარიმართოს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი სიმბოლიზმით ცხოვრობენ და 24 თებერვალს შეეცდებიან რაღაცის მოსინჯვას. ოფიციალურად რუსეთმა 300 000 ჯარისკაცის მობილიზების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ როცა საზღვრებზე ჯარს ვხედავთ, ჩვენი შეფასებით, ეს ბევრად მეტია. ამიტომ გვჭირდება იარაღი მტრის შესაკავებლად, რადგან ომში ყველაფერი ინიციატივით ხდება“, – აღნიშნა ალექსეი რეზნიკოვმა.