ალექსეი რეზნიკოვი - მთავარი მიზანი არის ნატო-ში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობა, დაველოდებით ხვალინდელ დღეს და ერთად მოვისმენთ ყველაფერს
ალექსეი რეზნიკოვი - მთავარი მიზანი არის ნატო-ში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობა, დაველოდებით ხვალინდელ დღეს და ერთად მოვისმენთ ყველაფერს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მთავარი მიზანი არის ნატო-ში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობა.

„ახლა ჟურნალისტებთან არ განვიხილავ ამ საკითხს. დაველოდებით ხვალინდელ დღეს და ჩვენ ერთად ვნახავთ და მოვისმენთ ყველაფერს. ჩემმა პრეზიდენტმა იცის რაღაც“, – განუცხადა ალექსეი რეზნიკოვმა ვილნიუსში ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ფრანგ კოლეგასთან ერთად ხელს მოაწერს მემორანდუმს თანამედროვე ავიაგამანდგურებელის, F-16-ის მართვის ტრენინგის შესახებ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამზე“ დაწერა: „მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირება უკრაინის გარეშე განიხილება, როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მიიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი“.