ალექსეი რეზნიკოვი - მსოფლიო სამხედრო ინდუსტრიისთვის უკრაინაზე უკეთესი საცდელი ადგილის გამოგონება შეუძლებელია
ალექსეი რეზნიკოვი - მსოფლიო სამხედრო ინდუსტრიისთვის უკრაინაზე უკეთესი საცდელი ადგილის გამოგონება შეუძლებელია

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო სამხედრო ინდუსტრიისთვის უკრაინაზე უკეთესი „საცდელი ადგილის“ გამოგონება შეუძლებელია.

„კიევის დასავლელ მოკავშირეებს ნამდვილად შეუძლიათ, დაინახონ, მუშაობს თუ არა მათი იარაღი, რამდენად ეფექტურად მუშაობს ისინი და საჭიროებს თუ არა განახლებას“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ რუსული რაკეტებისგან თავისი ცის დასაცავად, უკრაინამ მიიღო ამერიკულ-ნორვეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემა Nasams-ი, ისევე როგორც გერმანიის ახლად განვითარებული Iris-T, და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო-ს კლასის ყველა სხვადასხვა სისტემა ერთად გადის გამოცდას.

„სისტემები ერთად მუშაობენ. მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იცოდნენ“, – თქვა ალექსეი რეზნიკოვმა ინტერვიუში.