ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები უკრაინის სამხედრო ძალების შესახებ მცდარ ინფორმაციასაც შეიცავს
ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები უკრაინის სამხედრო ძალების შესახებ მცდარ ინფორმაციასაც შეიცავს

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები არა მარტო სიმართლეს, არამედ მცდარ ინფორმაციასაც შეიცავს უკრაინის სამხედრო ძალების შესახებ, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ესპანეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ძალიან ბევრი ინფორმაციაა, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ინფორმაციამ, რომელიც შეესაბამება სიმართლეს, დაკარგა რელევანტურობა“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ დოკუმენტების გაჟონვა მიზანმიმართული ქმედებაა, რათა უთანხოება გამოიწვიოს კიევსა და მის მოკავშირეებს შორის, განსაკუთრებით კი, აშშ-თან.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, ვინ გაავრცელა საიდუმლო მონაცემები იმ დროს, როდესაც უკრაინელი სამხედროები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტრშეტევისთვის ემზადებოდნენ.