ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ადგილობრივი დროით 15:45 საათზე გახდება ცნობილი
ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ადგილობრივი დროით 15:45 საათზე გახდება ცნობილი

ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ადგილობრივი დროით 15:45 საათზე გახდება ცნობილი. ამის შესახებ ნავალნის ადვოკატმა, ვადიმ კობზევმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

კობზევის თქმით, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად უკვე გავიდა. გადაწყვეტილება კი 15:45 საათზე გამოცხადდება.

„მას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ უკვე მზად არის“, – წერს კობზევი.

ხიმკის პოლიციის განყოფილების წინ კი ნავალნის მხარდამჭერები იკრიბებიან. შესაბამისი ვიდეო მოსკოვში ნავალნის შტაბის „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა. განყოფილებასთან შეკრებილი მოქალაქეები რუსი ოპოზიციონერის გათავისუფლებას ითხოვენ.