ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, ევროკავშირი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს

21:25, 11.02.2021
In this handout photo provided by Moscow City Court Russian opposition leader Alexei Navalny stands in the cage during a hearing to a motion from the Russian prison service to convert the suspended sentence of Navalny from the 2014 criminal conviction into a real prison term in the Moscow City Court in Moscow, Russia, Tuesday, Feb. 2, 2021. (Moscow City Court via AP)

ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, ევროკავშირი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ბოლო შეკრების დროს, ევროკავშირის წარმომადგენლების უმეტესობა სანქციების დაწესების მომხრეა. შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაბამისი გადაწყვეტილება 22 თებერვალს მიიღონ.

ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. გერმანელმა ექიმებმა მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ აღმოაჩინეს. ევროკავშირი რუსეთს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს. ამ დროისთვის რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეშია.

მსგავსი