ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში აცხადებს, რომ ნავალნი იამალო-ნენეცკის ავტონომიური ოლქის კოლონიაშია გადაყვანილი
ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში აცხადებს, რომ ნავალნი იამალო-ნენეცკის ავტონომიური ოლქის კოლონიაშია გადაყვანილი

ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცკის ავტონომიური ოლქის კოლონიაში იპოვეს, – მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლიტიკოსის გუნდი ავრცელებს ინფორმაციას.

„ადვოკატმა ის დღეს ნახა. ალექსეი კარგად არის“, – ამბობს ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში.

გავრცელებული ინფორმაციით, კოლონია, სადაც ახლა ნავალნი იმყოფება, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ერთ-ერთი კოლონიაა.

ნავალნის ადვოკატები აცხადებენ, რომ მადლობას უხდიან ყველას, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავალნიზე ინფორმაციის არქონის გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.