ალექსეი ნავალნის პრესმდივანი აცხადებს, რომ ნავალნის საბანკო ანგარიშები და ბინა დააყადაღეს
ალექსეი ნავალნის პრესმდივანი აცხადებს, რომ ნავალნის საბანკო ანგარიშები და ბინა დააყადაღეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები და ბინა დააყადაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში ავრცელებს.

მისი თქმით, მომხდარი ერთ-ერთი კომპანიის საჩივარს უკავშირდება, რომლის საქმიანობასაც რუსი ოპოზიციონერის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი იძიებდა. იარმიშის თქმით, ნავალნის სასამართლოში კომპანია „მოსკოვის მოსწავლის“ ხელმძღვანელობამ უჩივლა, რომელიც რუსეთის დედაქალაქის სკოლებში მოწამვლის ფაქტების საქმეში ფიგურირებს.

რუსი ოპოზციონერის პრესმდივანი ასევე აცხადებს, რომ სასამართლომ ნავალნის ქონებას ყადაღა მისი მოწამვლიდან ერთ კვირაში, 27 აგვიტოს დაადო.

შეგახსენებთ, მანამდე სასამართლომ ასევე დააყადაღა „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ანგარიშებიც, რის გამოც ორგანიზაციას ხელახლა მოუწია რეგისტრაცია.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს გახდა შეუძლოდ. ის ჯერ ომსკის და შემდეგ ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელი ექიმების დასკვნით, რუსი ოპოზციონერი ნერვულ აგენტ „ნოვიჩოკით“ მოწამალეს. ნავალნი 32 დღე კომაში იყო და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. 22 სექტემბერს ნავალნი ბერლინის კლინიკის სტაციონარიდან გაწერეს. ექიმები ამბობენ, რომ რუსი პოლიტიკოსის სრულად გამოჯანმრთელება შესაძლებელია.