ალექსეი ნავალნის მოკავშირეებმა მისი სიკვდილი დაადასტურეს და ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა მოითხოვეს
In this handout photo provided by Moscow City Court Russian opposition leader Alexei Navalny stands in the cage during a hearing to a motion from the Russian prison service to convert the suspended sentence of Navalny from the 2014 criminal conviction into a real prison term in the Moscow City Court in Moscow, Russia, Tuesday, Feb. 2, 2021. (Moscow City Court via AP)
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოკავშირეებმა მისი სიკვდილი დაადასტურეს და ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა მოითხოვეს.
„ალექსეი ნავალნი მოკლულია. მისი სიკვდილი დადგა 16 თებერვალს, 14:17 საათზე, როგორც ეს ოფიციალურ შეტყობინებაშია ნათქვამი, რომელიც ალექსეის დედას გადაეცა“, – განაცხადა ოპოზიციონერის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნავალნის ცხედარი ამჟამად სალეხარდშია.
„ცხედარი წაიღეს გამომძიებლებმა. ახლა ისინი ატარებენ „კვლევას“. ჩვენ მოვითხოვთ, ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს ოჯახს“, – ნათქვამია განცხადებაში.