ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა შტაბი მასშტაბურ აქციას გეგმავს
ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა შტაბი მასშტაბურ აქციას გეგმავს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდი პოლიტიკოსის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით დიდ პოლიტიკურ კამპანიას აანონსებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ნავალნის შტაბის ვებგვერდზე განთავსდა.

„პრინციპულად განსხვავებული მიტინგი. ასეთი რამ რუსეთის ისტორიაში არავის გაუკეთებია. მიტინგი, რომლის შესახებაც ყველა შეიტყობს; მიტინგი, რომლის დაშლასაც პუტინი ვერ შეძლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქციის გამართვის ზუსტი თარიღი მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც მიტინგში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ნახევარ მილიონს მიაღწევს.