ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები მოსკოვის ცენტრში, მანეჟის მოედანზე იკრიბებიან
ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები მოსკოვის ცენტრში, მანეჟის მოედანზე იკრიბებიან

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები მოსკოვის ცენტრში, მანეჟის მოედანზე იკრიბებიან. შესაბამისი მოწოდება „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

მოსკოვში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე მობილიზებულია ავტობუსები და პოლიციის დამატებითი ძალები.

რუსეთის დედაქალაქის ცენტრში შეკრებისკენ ფონდმა მხარდამჭერებს მას შემდეგ მოუწოდა, რაც მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო სხდომის პარალელურად სამართალდამცველებმა გარეთ მიმდინარე აქციაზე 350-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.