ალექსეი ნავალნის მეუღლე ევროკავშირს მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მარტის არჩევნები
ალექსეი ნავალნის მეუღლე ევროკავშირს მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მარტის არჩევნები

ალექსეი ნავალნის მეუღლე ევროკავშირს მოუწოდებს, არ აღიაროს მარტში რუსეთში დაგეგმილი არჩევნები.

„არ აღიაროთ ეს არჩევნები. პრეზიდენტი, რომელმაც მოკლა თავისი პოლიტიკური ოპონენტი, არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური“, – განაცხადა ნავალნის მეუღლემ.

იულია ნავალნაიამ გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ თავისი მეუღლის დაწყებულ საქმეს გააგრძელებს.

მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ვლადიმერ პუტინი რუსი ოპოზიციონერის მკვლელობაში.

დღეს კრემლში განაცხადეს, რომ იულია ნავალნაიას ეს მიმართვა პუტინს არ უნახავს. რაც შეეხება ბრალდებას, რომ პუტინმა მოკლა ნავალნი, პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ასე პასუხობს: „კომენტარის გარეშე დავტოვებთ. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებებია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ იულია ნავალნაია რამდენიმე დღის წინ დაქვრივდა, მე მის სიტყვებს კომენტარის გარეშე დავტოვებ“.