ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა
ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანიაში აქციები გრძელდება.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან დაახლოებით 250 ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ნავალნის გარდაცვალებაში პუტინს ადანაშაულებენ.

მედიის ცნობით, აქციაზე იმყოფებოდნენ ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და რუსული პანკჯგუფის, „პუსი რაიოტის“ სხვა წევრებიც, ასევე, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვების, „ვრემიის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა.

ნავალნის გარდაცვალების შესახებ 16 თებერვალს გახდა ცნობილი. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.