ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელში ბერლინის საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელში ბერლინის საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ბერლინის საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოში ნავალნი საკუთარ ოჯახთან ერთად არის.

„გამარჯობა, ეს ნავალნია. ყველა მენატებით. ჯერ კიდევ მიჭირს ყველაფრის კეთება, თუმცა გუშინ მთელ დღეს ჩემით ვსუნთქავდი, მართლაც ჩემით“, – წერს რუსი ოპოზიციონერი.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

სწორედ ეს ნივთიერება იქნა გამოყენებული 2018 წელს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლისას.